''კლანური მმართველობა არის აბსურდი და ამაზე დამატებით კომენტარს მე არ გავაკეთებ

19 ოქტომბერი 2018, 00:00 4962 ნახვა

"ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლად შეირჩა გუნდში კონსულტაციის შედეგად. ეს იყო პროცესი, რომელიც გამომდინარეობდა გოჩა მელაძის გადაწყვეტილებიდან და ყველა სამართლებრივი მოთხოვნის დაცვით განხორციელდა" -  განაცხადა ხულოს მერიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ის უარყოფს ეჭვებს, რომელიც საზოგადოების ნაწილში გაჩნდა, რომ ხულოს ყოფილ მერს გოჩა მელაძეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. 

''კლანური მმართველობა არის აბსურდი და ამაზე დამატებით კომენტარს მე არ გავაკეთებ. რაც შეეხება არჩევნებს,28-ში და შემდეგ დღეებში ვნახავთ შედეგებსაც. ხალხის მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ ველით, იქნება ეს ხულო თუ სხვა მუნიციპალიტეტები" - განაცხადა რიჟვაძემ, რომელიც აჭარაში, საპრეზიდენტო არჩევნებში, მმართველი გუნდის მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რჩებიან თუ არა თანამდებობებზე ადამიანები მთავრობის თავმჯდომარის პირადი შეხედულების მიხედვით, ასე პასუხობს: '' იმ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებებს, რომელიც შედის ჩემს დისკრეციაში რა თქმა უნდა ვიღებ მე. გადაწყვეტილებებს, რომელიც შედის სხვადასხვა უწყებების კომპეტენციაში, სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იღებენ შესაბამისი პირები''.

როგორც დაზუსტდა,  "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ხულოს საარჩევნო შტაბს გოჩა მელაძე აღარ უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ, მას ანზორ ბოლქვაძე ჩაანაცვლებს, რომელიც რამდენიმე მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. 

დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, სად გადაიყვანენ ყოფილ მერს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი