სპეციალური პენიტენციური სამსახური მირზა სუბელიანის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

18 ოქტომბერი 2018, 00:00 2417 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულ  მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა.

მირზა სუბელიანი, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული. მისი სავარაუდო ცემის ფაქტზე კი ინფორმაცია, ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი