ამ წუთებში კვარიათში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

18 ოქტომბერი 2018, 00:00 1451 ნახვა

ამ წუთებში კვარიათში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მემიშიშეები ოჯახს საცხოვრებლის დაცლას თხოვენ. დაახლოებით ერთი წლის წინ ოჯახსა და სახლის იურიდიულ მეპატრონეს შორის  შეთანხმება შედგა, რის საფუძველზეც ქონების რეალიზებამდე მემიშიშეებს საშუალება უნდა ჰქონდათ მამაპაპისეულ ტერიტორიაზე ეცხოვრათ.

ოჯახი ამბობს, რომ თაღლითობის მსხვერპლი არიან, საქმეს კი პროკურატურა უკვე მესამე წელია იძიებს. ადგილზე ოჯახის მხარდასაჭერად დასაცავად უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა მივიდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი