განაახლებს თუ არა ტელეკომპანია იბერია მაუწყებლობას? არხის მენეჯმენტმა და ჟურნალისტებმა ამ საკითხზე რამდენიმე საათი იმსჯელეს, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგაც კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. „ხელისუფლებამ დახურა იბერია“- ეს წარწერა ტელეკომპანიის ეთერში გუშინ გაჩნდა. ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებას ფინანსურ კრიზისს უკავშირებენ. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
უცვლელია სახელმწიფოს პოლიტიკა. მამუკა ბახტაძე ისევ ,,ომეგა ჯგუფის“ მიერ ფინანსური დავალიანების დაფარვაზე აკეთებს აქცენტს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში აცხადებენ, რომ მედიაგარემოს პრობლემები აქვს, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა კოალიციამ მედია ადვოკატირებისთვის. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეჩერება ქვეყანაში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციას გამოხატავს.