თუკი პრეზიდენტი გარკვეული საკითხების მთავრობის სხდომაზე განხილვის მოთხოვნით უშუალოდ თვითონ მიმართავს მთავრობის ადმინისტრაციას და დოკუმენტზეც მისი ხელმოწერა იქნება, მთავრობა ამ უფლებამოსილებას პრეზიდენტს ვერ შეუზღუდავს -განაცხადა პრემიერ - მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი მიმართვის საპასუხოდ, რასაც ხელს ანა ნაცვლიშვილი აწერდა.
პრემიერის ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს და არაკომპეტენტური უწოდეს.