''ევროპული გამოცდილება ახალგაზრდული განვითარებისათვის'' - ახალგაზრდული ფორუმი

17 ოქტომბერი 2018, 00:00 1788 ნახვა

“ევროპული გამოცდილება ახალგაზრდული განვითარებისათვის” ჩაქვში  ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს.  სამსჯელო თემები სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა რეგიონის განვითარებაში  და მოხალისეობაა.  ფორუმში ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე აჭარაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული მოსწავლეები მონაწილეობენ, რომლებსაც დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა.

ფორუმის მიზანია რეგიონში ახალგაზრდული სფეროს განვითარება. ფორუმის ფარგლებში განიხილება სხვადასხვა სასწავლო და ახალგაზრდული პროგრამები, ღონისძიება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება.

ამავე კატეგორიაში