აჭარისწყლის ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება

17 ოქტომბერი 2018, 00:00 2458 ნახვა

დაბა ქედაში, აჭარისწყლის  მარცხენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაიწყო.  გაჰყავთ  მიწისქვეშა კომუნიკაციები   და იგება  ფილები.   სამომავლოდ დამონტაჟდება  გარე-განათებაც.

მუნიციპალიტეტის  მერის ინფორმაციით, ტერიტორია ტურისტებისთვის მიმზიდველ ,რეკრეაციულ  ზონად  გადაიქცევა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან  400 ათას ლარზე მეტი გამოიყო .   ტერიტორიის კეთილმოწყობა დეკემბერში უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი