მურმან დუმბაძემ და მედეა ვასაძემ პარტია დააფუძნეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მურმან დუმბაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. პოლიტიკური გაერთიანება "ემსახურე 'საქართველოს" აპირებს არჩევნებში ბრძოლას როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აჭარის ავტონომიის უმაღლეს საბჭოში. არსებული ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ხვალ გაკეთდება.