ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია "ლავასოღლის" ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო დღევანდელი პროცესი გადაიდო.
სასამართლო დარბაზში განცხადება გააკეთა პატიმრობაში მყოფმა შოთა კეკელიძემ. მისი თქმით, იგი პროკურორის რამაზ შავაძის განკარგულებით, უკვე სამი თვეა იზოლირებულად ზის საკანში, რაც ცალსახად პატიმრის უფლების დარღვევაა. პროკურორს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.