ქობულეთის მერიამ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა. ღია კონკურსით 4 სამსახურის თანამშრომელი უნდა შეარჩიონ, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის 2 სპეციალისტი, რომელთა პოსტი ვაკანტური 27 აგვისტოდან გახდა. პრესსამსახურის თანამშრომლებმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
ქობულეთის მერიამ კონკურსი შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე გამოაცხადა:
• საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში - ორი ვაკანსია;
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც სამსახურის ორმა თანამშრომელმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
• სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში;
• ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
• ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე;
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპზე კომისია საბუთებს გადაარჩევს, მეორე – ზეპირი დავალება და ბოლო, მესამე ეტაპი გასაუბრებაა.
აპლიკანტებს მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება, ბაკალავრის განათლება და შესაბამისი კანონების ცოდნა მოეთხოვება.
მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებული პირები, საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.hr.gov.ge-ე უნდა დარეგისტრირდნენ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტები 25 ოქტომბრამდე უნდა გააგზავნონ.
გამარჯვებულებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით გამოავლენს.