„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი

16 ოქტომბერი 2018, 00:00 2186 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა   „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში   მიიღო მონაწილეობა.დავით ზალკალიანი  ლუქსემბურგში იმყოფება.  მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ინიციატივაში ჩართული ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება.  

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი