სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ახალგაზრდობის ჩართულობის თემებს განიხილავენ ბათუმში გახსნილ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე.
შეხვედრების მიზანია, კულტურათშორისი ურთიერთობების გაღრმავება, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებების გაზიარება და მათზე დაფუძნებით ერთობლივი პროექტების შემუშავება. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და აჭარის უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული სტუდენტები. ფორუმი 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.