ცხოვრება საფრთხის ქვეშ მეწყერსაშიშ ზონაში. აჭარაში მიმდინარე წელს სულ 2 000-მდე სახლის გეოლოგიური მდგომარეობა შეისწავლეს, აქედან 400-ი ხელვაჩაურში მცხოვრები ოჯახია. გეოლოგების დასკვნის საფუძველზე მათგან 13-ს საცხოვრებლის დატოვება მოუწევს, 246 სახლს კი გაამაგრებენ.
მეწყრული პროცესები ადგილობრივებს, როგორც საცხოვრებელს, ასევე ნარგავებს უნადგურებს. რაც მათ ფინანსურ ზარალსაც აყენებს. ხელვაჩაურში რამდენიმე სახლს წელს ზაფხულში გააქტიურებულმა მეწყერმა საძირკველიც კი გამოაცალა. ადგილობრივ მერიაში ამბობენ, რომ ხელვაჩაურიდან სულ 39 ოჯახს მოუწევს საცხოვრებლის შეცვლა. უახლოეს პერიოდში კი მათთვის სოციალური სახლის აშენებას გეგმავენ.