საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია 61 ათას 700 დოლარის ოდენობის 617 ერთეული ყალბი ასდოლარიანი კუპიურა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.