წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. პირველ შუალედურ ანგარიშს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადობა" აქვეყენებს. კვლევა 1-დან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა რაიონში მხოლოდ რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა.