ახლა კი გიამბობთ ადამიანებზე, რომლებსაც ოჯახის გარდა, საყვარელი საქმეც აერთიანებთ. მათი საქმე კი, სხვადასხვა ხელნაკეთი ინტერიერის ნივთების, ასევე აქსესუარების დამზადებაა. თაკო და გიორგის ერთობლივი ჩანაფიქრის განხორციელებაში, პროექტი „აწარმოე საქართველოში“ გრანტით, 5 ათასი ლარით დაეხმარა.
სახელწოდებაზე, ისევე როგორც სახელოსნოსთვის საჭირო ფართზე ბევრი არ უფიქრიათ, გამომდინარე აქედან მათი ნაკეთობები საზოგადოებამ „ბოლო გარაჟის“ სახელწოდებით გაიცნო, რომელებიც პატარა ბათუმურ ეზოში, ასევე „ბოლო გარაჟში“ მზადდება.