პაპუაშვილი-მარგველაშვილის განცხადებებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

26 ივლისი 2016, 00:00 3710 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტის და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.  უწყების ინფორმაციით, დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, იმის დასადგენად, ხომ არ ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ადგილი. ამავდროულად, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე. საკითხზე შეფასებები გაკეთდა თბილისში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი