3 მილიონი ლარი ზღვისპირა პარკისთვის

13 ოქტომბერი 2018, 00:00 2830 ნახვა

3 მილიონ ლარს დახარჯავს ქობულეთის მერია ზღვისპირა პარკის კეთილმოწყობისთვის. თამარ მეფის ქუჩაზე მდინარე აჭყვას შესართავიდან 850 მეტრიან მონაკვეთზე გამოიცვლება დეკორატიული ფილები, განთავსდება ახალი სკამები და მოეწყობა სასეირნო ბილიკი.

პროექტის მიხედვით  სანაპიროზე შშმ პირებისთვის ადაპტირებული ჩასასვლელები უნდა გაკეთდეს. სატენდერო პირობების მიხედვით სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას პარკის მოსაწყობად 300 დღიანი ვადა აქვს,თუმცა მერიაში ირწმუნებიან , რომ სამუშაოები ივნისის თვეში ტურისტულ სეზონისთვის დასრულდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი