ქობულეთის პანსიონის საქმე

12 ოქტომბერი 2018, 00:00 2157 ნახვა

ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ,  ქობულეთის თვითმმართველობას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მაინც მოუწევს.  მერიას მუსლიმურ პანსიონისთვის, რომელიც ქობულეთში ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს, წყლისა და კანალიზაციის სისტემის მიერთების სამუშაოები  დაავალა.  

ქობულეთის თვითმმართველობას  სახალხო დამცველის აპარატმა უჩივლა მას შემდეგ, რაც სადავო საკითხზე რეკომენდაციები არ შეასრულა. ქობულეთის მერია ერთადერთი  და შესაბამისად პირველი უწყებაა საქართველოში, რომელსაც ომბუდსმენმა უჩივლა. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი აღასრულებენ თუ არა ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი