საქართველოში დამონტაჟებული კამერების უმეტესობა გამორთული არ არის, თუმცა დაახლოებით 30% -ის ფარგლებში არის კამერები, რომლებიც ან უხარისხოდ ან საერთოდ არ მუშაობს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა. შალვა ხუციშვილის თქმით ქვეყნის მასშტაბით უკვე განხორციელდა კამერების ხელახალი აღწერა და მიმდინარეობს ახალი კამერების შეძენის პროცედურები. კიდევ ერთი სიახლე მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილს უკავშირდება. გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება. თუმცა რა ტიპის ცვლილება იქნება ეს შსს-ში ჯერ არ აკონკრეტებენ. უწყებაში ამბობენ, რომ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი მნიშვნელოვნად გართულდება.