კურორტ ბეშუმში სახალხო ზეიმისთვის ემზადებიან. ტრადიციული სახალხო დღესასწაულის "შუამთობა 2016" აღნიშვნისთვის კაპიტალური სცენის აშენება უკვე დაწყებულია. შუამთობა აგვისტოს პირველ შაბათ-კვირასაა ჩანიშნული. სახალხო ზეიმის აღნიშვნამდე ორი კვირით ადრე კურორტზე დამსვენებლების სიმცირეა. აქ ტურისტული სეზონი ოფიციალურად 17 ივლისს გაიხსნა. დამსვენებელთა ნაწილი წყლის და საკანალიზაციო სისტემის პრობლემაზე საუბრობს. ხულოს გამგებელი კი აცხადებს, რომ დამსვენებლის მისაღებად კურორტი მზადაა და წელს პირველად განახლდა საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა, დაწყებულია გარე განათების და სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელება. ასევე გზის მოხრეშვითი სამუშაოები. კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის 2 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.