„ჩვენი ჯარი“ საჯარო სკოლებში

11 ოქტომბერი 2018, 00:00 2232 ნახვა

 საჯარო სკოლებში, თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. საჯარო სკოლების მოსწავლეებს პროექტი შესაძლებლობას აძლევს ინფორმაცია მიიღონ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.  თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა უფროსკლასელებს სამხედრო კარიერული განვითარების პერსპექტივები გააცნეს. მათ მოსწავლეებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის,  თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო  და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის,     ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ისაუბრეს.  „ჩვენი ჯარი“ წელს გაზაფხულზე დაიწყო; პირველ ეტაპზე სამხედროები დაახლოებით 185 სკოლაში იმყოფებოდნენ.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი