პაპუაშვილი მესამე სექტორს შეხვდა

26 ივლისი 2016, 00:00 3171 ნახვა

ის ფაქტები, რომელზეც გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა, შეიცავს მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟსა და ზეწოლის მცდელობას, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა, ”სამართლიანი არჩევნების” წევრმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა. მისივე თქმით, პაპუაშვილმა ყურადღება რამდენიმე ფაქტზე გაამახვილა, რასაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. “ერთი მხრივ, მოსამართლეებმა უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ამ ფაქტების დროული და ობიექტური გამოძიება”,- დასძენს ლომჯარია, რომლის განცხადებით  გიორგი პაპუაშვილს კონკრეტული მოსამართლეების სახელები და გვარები არ დაუსახელებია. თავის მხრივ, გიორგი პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო იმ ქმედებებს, რაც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ზეწოლასთან დაკავშირებით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი