ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი    

10 ოქტომბერი 2018, 00:00 1772 ნახვა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის განახლებაზე ისაუბრეს ჟენევაში,  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 45-ე რაუნდზე.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრები გაიმართა თანათავმჯდომარეებთან ეუთო-დან, გაერო-დან, ევროკავშირიდან და აშშ-ს მონაწილეებთან.

დავით დონდუას განცხადებით,  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობა რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლების დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გამოა შეჩერებული. დონდუას თქმით, ეს არის სამუშაო ფორმატის ხელოვნურად პოლიტიზება, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო ამ მექანიზმებს, არამედ მთლიანად ჟენევის მოლაპარაკებებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი