„სამართლიანი არჩევნები“ შუალედურ ანგარიშში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და რეპუტაციის შელახვაზე ამახვილებს ყურადღებას - აცხადებს რომ არის დისკრედიტაციის მცდელობები. არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს ახალ განცხადებებთან დაკავშირებით მოუხდათ იგივე შინაარსის კომენტარების გაკეთება - მმართველი გუნდის წევრების დღევანდელი განცხადებები და დაფიქსირებული პოზიციები სავარაუდოდ მომდევნო ანგარიშში მოხვდება. ფაქტი ორგანიზაციებში უკვე შეაფასეს მმართველი გუნდის მორიგ შეტევად. პარლამენტის თავმჯდომარემ მოიხსენია დღეს მესამე სექტორის წარმომადეგნლები „ფაშიზმის თანამომაწილეებად“. ირაკლი კობახიძის ბრიფინგი რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას ფესიბუქ-პოსტს მიეძღვნა, ამავე კონტექსტში კი „სამართლიამი არჩევნების“ ხელმძღვნელ მიხეილ ბენიძესაც შეეხო.
ირაკლი კობახიძის განცხადებას ასევე ვრცელი განცხადება მიუძღვნეს არასამათვრობო ორგანიზაციებმა. ამბობენ რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ, აცხადებენ რომ აღმასრულებელი მდივნის სტატუსით გაკეთებული განცხადება პარტიის პოზიციას აჩვენებს, რაც საკითხს კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს. არასამათვრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ რომ ეს არის მმართველი გუნდის პასუხი იმ კრიტიკაზე რაც სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს და არაფორმალურ მმართველობას ეხება. ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მმართველ პარტიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის სხვა სპიკერებს: უზრუნველყონ მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო; გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები და მოითხოვონ კორუფციის, არაფორმალური მმართველობის თუ დაუსჯელობის სავარაუდო ფაქტებზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან.