2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საპატიო სტუმარი ქვეყნის – საქართველოს პავილიონი ოფიციალურად დღეს გაიხსნება.
9-14 ოქტომბერს ფრანკფურტში საქართველო ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება.
დამთვალიერებლები უნიკალურ ხელნაწერ ვეფხისტყაოსანს ნახავენ, რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. წიგნის ბაზრობის შემდეგ, ის ნიუ იორკში გაერო-ს არტ-კოლექციაში გადაინაცვლებს. გერმანულენოვანი აუდიტორია ქართული პროგრამას კონცეფციით Georgia Made by Characters/ანბანით მოთხრობილი საქართველო ნახავს. ის უნიკალურ ქართულ ანბანსა და დამწერლობას, ასევე ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება.
პავილიონში მოწყობილ ორ სცენაზე 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები.
უცხოელ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ ლიტერატურას და კულტურას, მოუსმინონ ქართულ ხმოვანებას, დაათვალიერონ მაგნუმის ცნობილი ფოტოგრაფების გამოფენა თბილისის შესახებ. პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გამოიფინება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემა, ასევე უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.
სტუმრებს საშუალება ექნებათ, სპეციალურ ღია ბარათებზე ქართული ასონიშნები დაიტანონ და მათთვის სასურველი მინაწერები გააკეთონ.
საქართველოს პავილიონი დიზაინერმა გია ბოხუამ შექმნა.