ქალაქის შემოსასვლელში ესტაკადის ტროტუარზე დამცავი ჯებირების მოწყობას ითხოვს პარტია ევროპული საქართველო. რაულ თავართქილაძე ირწმუნება, რომ ტროტუარით მოქალაქეები უკვე სარგებლობენ, თუმცა უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის.
ესტაკადა აჭარის ფინანსთა სამინისტროს ბალანსზეა. მშენებელ კომპანიაში განმარტეს, რომ ხიდზე ქვეითებისთვის გადაადგილება შეზღუდულია, თუმცა მოქალაქეები თვითნებურად სარგებლობენ. ტროტუარის კეთილმოწყობა ერთ თვეში იგეგმება.