ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლების პრობლემებს ქალაქის მერი გაეცნო. მოსახლეობამ ლაშა კომახიძეს ამორტიზებული სახლების, სახურავებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სთხოვეს.
ქალაქის მერი მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ის სამუშაოები კი , რომლებიც საბიუჯეტო ხარჯებს უკავშირდება, მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული - განაცხადა მერმა.