პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას გულისხმობს. პროექტის მიხედვით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამინისტროს დაქვემდებარებაში საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით გადადის.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უცვლელი რჩება სამსახურის როლი მატერიალური რეზერვების მართვის საკითხთან მიმართებით. ცვლილებები რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამჟამად პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია .