ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს

07 ოქტომბერი 2018, 00:00 1582 ნახვა

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფელ კირბალში, მინდორში მწყემსი დააკავეს. 50 წლის აკაკი დოთიაშვილი მაშინ გაიტაცეს, როცა ის საქონელს შვილთან და თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა.

არსებული ინფორმაციით დაკავების დროს დოთიაშვილმა თავად დაუძახა მათ, რომ გაქცეულიყვნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი