„ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტს 20 საპრეზიდენტო კანდიდატი აწერს ხელს

06 ოქტომბერი 2018, 00:00 1627 ნახვა

პრეზიდენტობის კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტს ამ ეტაპზე 20-მდე ხელმომწერი ჰყავს. ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით,   პრინციპებზე ყველა კანდიდატი თანხმდება და, შესაბამისად, თამარ ჟვანიას მოლოდინი აქვს, რომ დოკუმენტს ყველა კანდიდატი ხელს ერთი კვირის ვადაში მოაწერს.

„ეთიკის პრინციპები“ საზოგადოების ინტერესების დაცვას, ძალადობაზე უარის თქმას, მუქარის, შანტაჟის და სიძულვილის ენის გამოუყენებლობას გულისხმობს. რაც შეეხება კანდიდატების მიერ მათ დაცვას, ცესკოს თავმჯდომარის თქმით, "საზოგადოებამ თავად უნდა შეაფასოს, რამდენად იცავს ესა თუ ის კანდიდატი ხელმოწერილ დოკუმენტს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი