მასწავლებლის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღნიშნეს ბათუმის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ფლეშმობი შეასრულეს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ღვაწლმოსილ 5 პედაგოგს მადლობის სიგელი გადასცა. ინეზა წულაძე, ნაზი კონცელიძე, ნაირა მურუსიძე, ვენერა სიხარულიძე და ლიანა ოდიაკი პირველ სკოლაში 50 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს ქობულეთში. მუნიციპალიტეტის რამდენიმე მასწავლებელს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. პროფესიული დღე პედაგოგებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.