აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი ინდიკატორების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ეფექტიანობის, გადასახადების ადმინისტრირებისა და ვაჭრობის თავისუფლების მიმართულებით, საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს.