აჭარის განათლების სამინისტრო ბავშვთა 9 ფოლკლორულ ანსამბლს 302 სასცენო კოსტიუმს გადასცემს, რისთვისაც 50 ათასი ლარი დაიხარჯა. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში კოსტიუმები უკვე მიიღეს ბათუმის N15 სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „თოლიას“ წევრებმა. ანსამბლი 2018 წლის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
ოლიმპიადა მაისში გაიმართა და მასში აჭარაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების ანსამბლები მონაწილეობდნენ.