საქართველო ნატო-ს საქართველოს მზადყოფნის ცენტრის გახსნის ინიციტივით მიმართავს. თავდაცვის მინისტრმა იდეა კოლეგებს და ნატო-ს გენერალურ მდივანს გააცნო. ლევან იზორიას განცხადებით საქართველოს მზადყოფნის ცენტრის იდეა აშშ-ის თავდაცვის მდივანს მოეწონა და ქვეყანას სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კი რუსეთს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რადგან ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია.