ტყუპი ჩანჩქერი სოფელ ქოქოლეთში

01 სექტემბერი 2018, 00:00 3895 ნახვა

ტყუპი ჩანჩქერი მაჭახლის ხეობაში. ჩანჩქერები სოფელ ქოქოლეთში, მდინარე ძველ ჩამისწყალზე მდებარეობს. მაჭახელას ეროვნული პარკში ტყუპი ჩანჩქერები ერთ-ერთი საინტერესო ადგილია ტურისტებისთვის . ეს ადგილი დაახლოებით 20 წლის წინ ადგილობრივებმა აღმოაჩინა.  მათი ინფორმაციით, ხალხმრავლობა აქ ზაფხულის პერიოდშია.

ჩანჩქერებს სახელი ადგილობრივმა დაარქვა რადგან ორივე ჩანჩქერი გვედიგვერდ მდებარეობს.

ტყუპ ჩანჩქერებთან მისვლას საფეხმავლო ბილიკით შეძლებთ, რისთვისაც სოფლის ცენტრალური გზიდან დაახლოებით 10 წუთი დაგჭირდებათ. საფეხმავლო ბილიკის დაფარვის პარალელურად თქვენ ტყის სოკოსა და ჭიამაიებსაც ნახავთ. 
სტუმრებისთვის აქვეა საპიკნიკე ტერიტორიაც მოწყობილი.  სახელადხელოდაა გაკეთებული ხის სკამი და მაგიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით მდინარე ჩამისწყალზე ტყუპ ჩანჩქერების გარდა კიდევ 15-მდე ჩანჩქერია, თუმცა იქ მისვლა უგზოობის  გამო შეუძლებელია. აღნიშნული ჩანჩქერები ზღვის დონიდან 600 მეტ სიმაღლეზე მდებარეობს, მათი სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრია.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი