მახუნცეთის გზიდან ავტომობილი მდინარეში გადავარდა

03 ოქტომბერი 2018, 00:00 28367 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. მახუნცეთში,  გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ქედის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებული ქალია.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. მახუნცეთში სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. 

 

ამავე კატეგორიაში