''საქართველოს მოქალაქეების გატაცება კატეგორიულად მიუღებელია“ -მიიჩნევს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის გაცხადებით, მაია ოთინაშვილის საკითხზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან.
პრემიერ-მინსიტრის განცხადებით, კი საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო პარტნიორებთან ერთად ცდილობს, რომ ქვეყანას ჰქონდეს მექანიზმები რომლებითაც მსგავსი ქმედებების პრევენცია იქნება შესაძლებელი.