აშშ-ში ვიზიტი, ომეგა ჯგუფის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ხურვალეთში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე -ამ თემებზე ისაუბრა დღეს ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მამუკა ბახტაძემ ,,ქართული ოცნების“ მმართველობის 6 წლიანი პერიოდიც შეაჯამა. ისაუბრა ახალ ინიციატივაზეც, რომელიც საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკის დანერგვას ეხება.