საარჩევნო განვითარების სკოლები

25 ივლისი 2016, 00:00 2977 ნახვა

საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, დღეს საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნება. სასწავლო კურსი 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 680-მა ახალგაზრდამ გაიარა. სასწავლო კურსის მონაწილეები 10 დღის განმავლობაში შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა. სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ჩაატარებენ; 46 ტრენერი ცესკოს სწავლების ცენტრმა გადაამზადა. პროექტის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი