„საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ტერიტორიულ მთლიანობასა და NATO-ს წევრობას შორის“ – ეს განცხადება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
იენ სტოლტენბერგმა საქართველო ნატო-ს კომისიის სხდომაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც ბრიუსელში ხვალ გაიმართება. კომისიის სხდომაზე ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა შავი ზღვის სივრცეში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.