ხვალიდან იწყება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია რომელიც 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებს საქართველოს ყველა რეგიონში, შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას- ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადობის მოწმობა და უნდა მიმართოთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს.