მესამე სექტორი პაპუაშვილს შესაძლოა დღეს შეხვდეს

25 ივლისი 2016, 00:00 3219 ნახვა

გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრას გეგმავენ "ეს შენ გეხება" და "სამართალი ითხოვს" კამპანიებში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრა შესაძლოა დღეს გაიმართოს. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ. მესამე სექტორს ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მიღება უნდა - თუ კონკრეტულად რომელ მოსამართლეებსა და საქმეებს ეხებოდა ზეწოლა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეებთანაც აპირებენ შეხვედრას. სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს სამართალდამცველებს, დროულად დაიკითხოს პაპუაშვილი და დაიწყოს ფაქტის შესწავლა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი