ბათუმური ეზო -ამ სახელწოდებით ღონისძიება ძველი ბათუმის ერთ-ერთ ეზოში გაიმართა. თეატრალური პერფორმანსით გაცოცხლდა ბათუმური ისტორიები და იქ მცხოვრებთა ყოველდღიურობა. ძველი ქალაქის ფოტოებით გაფორმებულ ეზოში ისტორიკოსებმა მე-19 საუკუნის ქალაქის შესახებ შეკრებილებს უამბეს და ძველი ტრადიციებიც გაიხსენეს. აღინიშნა რომ ეზოებს ტურისტული თვალსაზრისით განვითარების პერსპექტივა აქვს.
საღამო მუსიკალური ბენდის კონცერტით დასრულდა. ღონისძიება, რომლის მიზანი ბათუმური ეზოების პოპულარიზაციაა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.