თორნიკე რიჟვაძე ოქუაშვილის მიერ აჭარის სამთავრობო უწყებებისთვის მანქანების ჩუქების ფაქტს აფასებს

01 ოქტომბერი 2018, 00:00 4255 ნახვა

"ამ ფაბრიკაციაზე არ არის სწორი ამდენი დროის ხარჯვა, მე მინდა გაგახსენოთ ცნობილი გამოთქმა, ცხოვრებაში ორი რამ არის გარდაუვალი და ერთი გადასახადების გადახდაა. ესეთი სპეკულაციებით ვერავინ შეძლებს გადასახადების გადახდას აარიდოს თავი" - ასე აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის, შსს მინისტრისა და ყოფილი ჩინოვნიკების მხრიდან 4 მილიონი ლარის გამოძალვის ბრალდებებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი,  ოქუაშვილის მხრიდან უმაღლესი საბჭოსა და ტურიზმის დეპარტამენტისთვის საჩუქრად გადაცემული მანქანების ფაქტითაც დაინტერესდა. 

გასულ წელს ბიზნესმენმა ძვირადღირებული ავტომანქანები აჭარის უმაღლეს საბჭოს და ტურიზმის დეპარტამენტს  საჩუქრად გადასცა.ზაზა ოქუაშვილმა მაშინ თქვა, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძეს სამსახურებრივი მანქანა  11-12 მარტის მოვლენების დროს დაუწვეს, ამიტომ გადაწყვიტა ავტომობილის უსასყიდლოდ გადაცემა საკანონმდებლო ორგანოსთვის. 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ჩუქების ფაქტი ნებაყოფლობითი აქტი იყო ბიზნესმენის მხრიდან.  "ეს საკითხი შეიძლება გადაიხედოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ნებაყოფლობითი აქტი" - ამბობს რიჟვაძე. 

ჯერ კიდევ ოპოზიციური პარტიის დეპუტატის რანგში ზაზა ოქუაშვილმა აჭარის საკანონმდებლო ორგანო BMW X1, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კი მინიკუპერით გადასცა საჩუქრად.

ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან სამთავრობო უწყებებისთვის ავტომობილის ჩუქების ეს პირველი შემთხვევა იყო აჭარაში. 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი