ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის შუამთის მიმართულებაზე 3 კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ამ გზით სოფლის 4 უბანი და დაახლოებით 150-მდე ოჯახი ისარგებლებს. გზის რეაბილიტაციისას საყრდენი კედლები და სანიაღვრე სისტემები შეიცვალა. სამუშაოებში ადგილობრი მოსახლეობაა დასაქმებული. პროექტის ღირებულება 900 ათას ლარს შეადგენს.