საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროში

28 სექტემბერი 2018, 00:00 1385 ნახვა

გაეროს ტრიბუნიდან გაკრიტიკებული გაერო და მოწოდებები რუსეთის მისამართით - მამუკა ბახტაძის გამოსვლაში დიდი დრო  ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარს დაეთმო, პრემიერმა შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარული კატასტროფული უწოდა. ამასთან მიმართა რუსეთს გაიყვანოს ჯარები და შეასრულოს აღებული ვალდებულებები.

გაეროს კრიტიკის ნაწილში კი ახსენა, რომ ორგანიზაციას არ ჰქონდა ეფექტური რეაგირება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და არც  შემდგომ - უკრაინაში განვითარებული მოვლენებისას. პრემიერ-მინისტრმა გაეროს 73-ე სხდომაზე ქართულ ენაზე გაკეთებული მიმართვისას საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის  მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ბახტაძემ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებიც მიმოიხილა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი