„მშვიდობა და განვითარება ცვალებად სამყაროში“-ფორუმის მონაწილეებს პრეზიდენტმა მიმართა

28 სექტემბერი 2018, 00:00 2257 ნახვა

ამერიკაში სამუშაო ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტმაც  დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტმა  ნიზამი განჯავის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ მე 14 საერთაშორისო ფორუმის „მშვიდობა და განვითარება ცვალებად სამყაროში“ სამუშაო პანელზე საქართველოს მიერ გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისა და ამ საფრთხეებთან ერთად ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  ხაზი გაუსვა ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობას და აღნიშნულ ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის აგრესია  და ანექსიური პოლიტიკა ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი