ბათუმელი მოჭადრაკეები საერთაშორისო ასპარეზობისთვის ემზადებიან

24 ივლისი 2016, 00:00 2871 ნახვა
00:00
00:00

ბათუმელი მოჭადრაკეები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მასშტაბური ტურნირის წინ სპოტრსმენები სასწავლო-საწვრთნო შეკრებას გადიან. სპეციალურად ამ შეკრებისთვის ბათუმში იმყოფება საერთაშორისო დიდოსტატი-დავით ჯოჯუა, რომელიც მოჭადრაკეებს 8 დღის განმავლობაში მოამზადებს. 16 წლამდე ასაკის კატეგორიაში ნატა ჯიბუტი და ირაკლი ახვლედიანი, 10 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კი ეკატერინე ცივაძე იასპარეზებენ. ევროპის ჩემპიონატი აგვისტოში ჩეხეთში გაიმართება, მსოფლიო პირველობა კი რუსეთში სექტმებრში ჩატარდება.  

ამავე კატეგორიაში