მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა დილიდან მიმდინარეობს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი.
ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.